როგორ შევადაროთ ვალუტის კურსები და ავირჩიოთ მომგებიანი შეთავაზება
ვალუტის კურსების შედარება დაგეხმარებათ განსაზღვროთ, სად არის კონკრეტულ მომენტში თქვენთვის უფრო მომგებიანი ვალუტის გადაცვლა. თუმცა სხვადასხვა ბანკის, გაცვლის პუნქტისა თუ ონლაინ პლატფორმის კურსების შედარებისას მხოლოდ ეკრანზე მითითებული ერთი რიცხვის ნახვა საკმარისი არ არის.
მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომელი კურსი გეხებათ თქვენ, რამდენ თანხას მიიღებთ საბოლოოდ და ხომ არ ახლავს ოპერაციას დამატებითი საკომისიო ან სხვა ხარჯი.
რას ნიშნავს ვალუტის ყიდვისა და გაყიდვის კურსი?
ვალუტის კურსების ცხრილში, როგორც წესი, ორი განსხვავებული მაჩვენებელი გვხვდება — ყიდვის კურსი და გაყიდვის კურსი.
თუ დოლარს, ევროს ან სხვა უცხოურ ვალუტას აბარებთ და სანაცვლოდ ლარს იღებთ, თქვენთვის მნიშვნელოვანია ყიდვის კურსი — ანუ კურსი, რომლითაც ორგანიზაცია თქვენგან უცხოურ ვალუტას ყიდულობს.
თუ, პირიქით, ლარით უცხოურ ვალუტას ყიდულობთ, ყურადღება გაყიდვის კურსს უნდა მიაქციოთ.
ამ განსხვავების ცოდნა მნიშვნელოვანია, რადგან მხოლოდ ერთი კურსის ნახვამ შეიძლება მცდარი წარმოდგენა შექმნას იმის შესახებ, თუ რამდენს მიიღებთ რეალურად.
რატომ განსხვავდება კურსი სხვადასხვა ადგილზე?
ბანკების, ონლაინ პლატფორმებისა და ფიზიკური გაცვლის პუნქტების კურსები ერთმანეთისგან შეიძლება განსხვავდებოდეს. თითოეული მათგანი საკუთარ ყიდვისა და გაყიდვის ფასს ადგენს ბაზარზე არსებული პირობების, მოთხოვნა-მიწოდებისა და საკუთარი საოპერაციო მოდელის მიხედვით.
ამიტომ ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსი და ის კურსი, რომლითაც რეალურად შეძლებთ ვალუტის ყიდვას ან გაყიდვას, ყოველთვის ერთი და იგივე არ არის.
თუ გაინტერესებთ, რა განსხვავებაა ოფიციალურ და კომერციულ გაცვლის კურსს შორის, გაეცანით ჩვენს სტატიას ოფიციალური და კომერციული ვალუტის კურსის შესახებ.
როგორ შევადაროთ კურსები სწორად?
სხვადასხვა შეთავაზების შედარებისას ყურადღება მიაქციეთ რამდენიმე ფაქტორს:
- სწორ მხარეს — ყიდვას თუ გაყიდვას — იმის მიხედვით, რომელ ვალუტას აბარებთ და რომელს იღებთ;
- საბოლოო მისაღებ თანხას — გამოთვალეთ კონკრეტული თანხის გადაცვლის შედეგი;
- საკომისიოს — კარგი კურსი ნაკლებად მომგებიანი შეიძლება აღმოჩნდეს, თუ ოპერაციას დამატებითი ხარჯი ახლავს;
- კურსის მოქმედების დროს — სავალუტო კურსი მუდმივად იცვლება;
- კონვერტაციის მოცულობას — დიდი თანხის შემთხვევაში შესაძლოა ინდივიდუალური კურსის მიღებაც იყოს შესაძლებელი.
რატომ უნდა შეამოწმოთ საბოლოო მისაღები თანხა?
ორი შეთავაზება ვიზუალურად თითქმის ერთნაირი კურსით შეიძლება იყოს წარმოდგენილი, მაგრამ კონკრეტული თანხის გადაცვლისას განსხვავება უფრო შესამჩნევი გახდეს.
განსაკუთრებით დიდი კონვერტაციის შემთხვევაში კურსში მცირე სხვაობაც მნიშვნელოვან თანხაში შეიძლება გადაიზარდოს. ამიტომ ყველაზე მარტივი შედარება არის არა მხოლოდ კურსის, არამედ კონკრეტული ოპერაციის შედეგად მისაღები თანხის ნახვა.
მაგალითად, თუ სხვადასხვა პლატფორმაზე ერთი და იგივე თანხის კონვერტაციას მიუთითებთ, შეგიძლიათ პირდაპირ შეადაროთ, რომელ შემთხვევაში მიიღებთ მეტს.
ონლაინ კურსების შედარება
ვალუტის ონლაინ გადაცვლის ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ კურსისა და მისაღები თანხის ნახვა ოპერაციის დასრულებამდე შეგიძლიათ.
FXHUB-ზე ირჩევთ გასაყიდ და მისაღებ ვალუტას, უთითებთ თანხას და ხედავთ მოქმედ კურსსა და საბოლოო მისაღებ ოდენობას. ასე გადაწყვეტილების მიღებამდე შეგიძლიათ შეაფასოთ კონკრეტული კონვერტაციის შედეგი.
FXHUB-ზე ონლაინ ვალუტის გადაცვლა შესაძლებელია 24/7, საკომისიოს გარეშე. მაღალი მოცულობის შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური კურსის მოთხოვნაც.
როგორ ავირჩიოთ მომგებიანი კურსი?
ვალუტის გადაცვლისას საუკეთესო არჩევანი ის შეთავაზებაა, რომელიც კონკრეტულ მომენტში და კონკრეტული თანხისთვის თქვენთვის უკეთეს საბოლოო შედეგს იძლევა.
გადაცვლამდე:
- შეამოწმეთ სწორი — ყიდვის ან გაყიდვის — კურსი;
- შეადარეთ რამდენიმე შეთავაზება;
- გადაამოწმეთ საკომისიო და სხვა შესაძლო ხარჯები;
- ნახეთ საბოლოოდ რამდენ თანხას მიიღებთ.
შეადარეთ კურსი და გადაცვალეთ მომგებიანად FXHUB-ზე.
