FXHub by ForesightFXHub by Foresight
მთავარიჩვენ შესახებკონტაქტი
შესვლარეგისტრაცია
შესვლა
← მთავარ გვერდზეPDF

პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისა და კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

1. დოკუმენტის მიზანი

  1. წინამდებარე დოკუმენტი (შემდგომში - „პოლიტიკა“) განსაზღვრავს შპს „ფორსაით ეფ იქსის“ (შემდგომში - „ვალუტის გადამცვლელი პუნქტი“, „კომპანია“) მიერ პერსონალურ მონაცემებზე არასანქცირებული წვდომისგან დაცვის მექანიზმებს, რომლითაც კომპანია უზრუნველყოფს კლიენტების პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებას. პოლიტიკა მოიცავს ინფორმაციას, რომელსაც კომპანია აგროვებს კლიენტისგან, მომსახურების გაწევის პროცესში და რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ასევე გამოიყენება შემდგომში კომპანიის მარკეტინგული მიზნებისთვის.
  2. პოლიტიკა განსაზღვრავს, თუ რა საფუძვლითა და მიზნით მოიპოვება და მუშავდება კლიენტების პერსონალური მონაცემები და როგორ ხდება მათი დაცვა სამართლებრივი და ტექნიკური ასპექტების გათვალისწინებით.
  3. პოლიტიკა ვრცელდება იმ პირებზე (როგორც კომპანიის კლიენტებზე, ასევე არაკლიენტებზე), რომლებიც აწვდიან პერსონალურ ინფორმაციას კომპანიას ან იყენებენ კომპანიის ვებ-გვერდს, მათ შორის, ვებ-გვერდზე არსებულ სავაჭრო პლატფორმებს, მობილურ აპლიკაციას ან სოციალური ქსელებით საკომუნიკაციო საშუალებებს.
  4. შპს „ფორსაით ეფ იქსის“ ვებ-გვერდზე ან/და აპლიკაციაში რეგისტრაციითა ან/და ჩვენი პროდუქტებისა და სერვისების გამოყენებით (მათ შორის, რეგისტრაციის გარეშე), კლიენტი ეთანხმება მის შესახებ პერსონალურ მონაცემთა შეგროვებასა და გამოყენებას ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ აღნიშნულ პოლიტიკას.

2. ტერმინთა განმარტებები

  1. ვალუტის გადამცვლელი პუნქტი - საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში - „სებ“) მიერ რეგისტრირებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტი „ფორსაით ეფ იქსი“ (ს/ნ: 404789644, რეგისტრაციის No 0135460, თარიღი: 14/11/2025, განკარგულება N217, განკარგულების ცვლილების თარიღი: 20/04/2026, ნომერი: 97), რომელიც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს ვალუტის კონვერტაციის მომსახურებას, როგორც ნაღდი ისე უნაღდო ფორმით, პლატფორმის - www.fxhub.ge (შემდგომში: „ვებ-გვერდი“) მეშვეობით.
  2. კლიენტი/მომხმარებელი - ფიზიკური პირი, ინდივიდუალური მეწარმე, იურიდიული პირი, ან ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც ვებ-გვერდის საშუალებით ახორციელებს ვალუტის გადაცვლის ოპერაციას.
  3. პერსონალური მონაცემი - ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება.
  4. ბიომეტრიული მონაცემი - ტექნიკური საშუალებების გამოყენებით დამუშავებული, მონაცემთა სუბიექტის ფიზიკურ, ფიზიოლოგიურ ან ქცევის მახასიათებელთან დაკავშირებული მონაცემი.
  5. მონაცემთა დამუშავება - მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, მათზე წვდომა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, გამოყენება, წაშლა ან განადგურება.
  6. მონაცემთა სუბიექტი - ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებ მონაცემიც მუშავდება.

3. კლიენტის შესახებ შეგროვილი პერსონალური ინფორმაცია

  1. კომპანია ბიზნეს-საქმიანობის წარმოებისას ინფორმაციის შეგროვებას ახდენს ექსკლუზიურად ვალუტის კონვერტაციის მომსახურებასთან დაკავშირებული მიზნებისთვის.
  2. კომპანია საქმიანობის განხორციელებისას მონაცემთა სუბიექტების შესახებ იღებს შემდეგი სახის ინფორმაციას:
    • საიდენტიფიკაციო მონაცემები - სახელი, გვარი, პირადი ნომერი.
    • საკონტაქტო ინფორმაცია - ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა.
    • ინფორმაცია საბანკო ანგარიშის ნომრების შესახებ, რომელთა გამოყენებითაც მომხმარებელს სურს, მიიღოს ვალუტის კონვერტაციის მომსახურება და ინფორმაცია ფინანსური ოპერაციების შესახებ, რომელსაც პირი ახორციელებს კომპანიის მომსახურების საშუალებით.
    • აუდიომონიტორინგის/ცხელი ხაზის საშუალებით მიღებული სატელეფონო საუბრის ამსახველი ჩანაწერი.
    • ვებ-გვერდზე ან/და აპლიკაციაში განთავსებული ონლაინ ჩათის, შეტყობინებების ველის ან/და სოციალური ქსელის მეშვეობით განხორციელებული მიმოწერა და აღნიშნულის საფუძველზე მოპოვებული მონაცემები.
    • ტექნოლოგიური მოწყობილობის შესახებ მონაცემები - IP მისამართი, მზა ჩანაწერები (cookies), აპლიკაციის ლოგები, ინფორმაცია ადგილმდებარეობის შესახებ და სხვა.
    • მონაცემები, რომელთა დამუშავებას გვავალდებულებს კანონმდებლობა - „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები.

4. მონაცემთა დამუშავების საფუძველი და მიზანი

  1. კომპანია მე-3 მუხლში მითითებულ მონაცემებს ამუშავებს იმ შემთხვევაში თუ არსებობს შესაბამისი საფუძველი. კერძოდ, თუ:
    • მონაცემთა სუბიექტმა განაცხადა თანხმობა მის შესახებ მონაცემთა ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე;
    • მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად (მისთვის მომსახურების გასაწევად);
    • მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
    • შესაბამისი მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით, მათ შორის, პასუხისმგებელი პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.
  2. კომპანია პერსონალურ ინფორმაციას აგროვებს, მხოლოდ სრულწლოვანი პირებისგან. კომპანიას აქვს კლიენტის ინფორმაციის გამოყენების კანონიერი საფუძველი, რაც გულისხმობს ინფორმაციის მიღების ბიზნესთან დაკავშირებული ან/და კომერციული მიზნების არსებობას.
  3. კომპანიის მიერ მონაცემთა შეგროვება ემსახურება შემდეგ მიზნებს:
    • კომპანიის ლეგიტიმურ ბიზნეს ინტერესებს, რომელშიც შედის კომპანიის ბიზნეს ოპერაციების განხორციელება და მონიტორინგი;
    • თაღლითობისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა. კომპანიამ შეიძლება აღმოაჩინოს, რომ კლიენტის ანგარიშის გამოყენება ხდება არაკანონიერი გზით. თუ აღმოჩნდება, რომ არსებობს თაღლითობის რისკი, კლიენტის უსაფრთხოებისთვის, კომპანია იტოვებს უფლებას შეაჩეროს ტრანზაქციები საეჭვო ანგარიშებს შორის, შეიზღუდოს მათზე წვდომა ან უარი თქვას მომსახურების გაწევაზე;
    • კომპანიამ შეიძლება გამოიყენოს კლიენტის პერსონალური ინფორმაცია ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ მოქმედების, რეგულატორული მოთხოვნებისთვის შესაბამისობაში ყოფნისა და კანონისმიერი ვალდებულებების შესასრულებლად;
    • კომპანიისთვის რელევანტური კანონებისა და რეგულაციების შესრულება;
    • კომპანიისა და მისი კლიენტების რისკების მართვა;
    • ხელშეკრულებით ნაკისრი უფლებებისა და ვალდებულებების განსახორციელება;
    • კომპანია იყენებს კლიენტის პერსონალურ ინფორმაციას ანალიზის, მარკეტინგული აქტივობების განსახორციელებლად, ასევე კვლევითი პუბლიკაციების მიზნით;
    • კომპანიის სერვისების შეთავაზების/მიწოდების მიზნით;
    • ნებისმიერი სხვა მიზნისთვის, რომლის შესასრულებლადაც კლიენტმა მიაწოდა თავისი პერსონალური ინფორმაცია.
  4. კომპანიისთვის კლიენტის მონაცემების მიღების წყაროებია სატელეფონო კომუნიკაცია, ელექტრონული მომართვა, დისტანციური სერვისებით სარგებლობა, ვებ-გვერდის გამოყენება, ოფისში ვიზიტი, კლიენტის თანხმობით მიღებული ინფორმაცია საჯარო წყაროებიდან, კომერციული ბანკებიდან/საგადახდო მომსახურების პროვაიდერებიდან.
  5. კომპანიის ვებ-გვერდითა და სხვა დისტანციური პლატფორმებით კომპანია იყენებს Cookies-ს (ე.წ. მზა ჩანაწერებს) რათა უზრუნველვყოთ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და დავიცვათ მომხმარებლების უსაფრთხოება. ამ მიზნებისთვის კომპანია აგროვებს:
    • IP მისამართი, მოწყობილობის ტიპი, საოპერაციო სისტემა და ბრაუზერი;
    • ვებ-გვერდზე გახსნილი გვერდების, სესიის ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაცია;
    • ინფორმაცია ვებ-გვერდზე განხორციელებული ქმედებების შესახებ;
    • ვებ-გვერდზე ველების შევსების პროცესი, დრო და ფორმა;
    • ვებ-გვერდის სარგებლობის პროცესთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია.

მოპოვებული ინფორმაცია კომპანიას საშუალებას აძლევს განახორციელოს ვებ-გვერდისა და მისი კომპონენტების ადაპტირება მომხმარებლის საჭიროებების მიხედვით. ასევე, cookies ფაილების გამოყენება ხდება Google Analytics-ის რეპორტების საწარმოებლად და იმის დასადგენად, თუ როგორ ხვდებიან მომხმარებლები კომპანიის ვებგვერდზე.

ვებ-გვერდის გამოყენების დაწყებამდე, კლიენტს აქვს საშუალება, დაეთანხმოს Cookies-ის გამოყენებას და მომხმარებელთა ქცევაზე დაკვირვების შესახებ შეტყობინებას. თუ კლიენტი არ დაეთანხმება „Cookie პოლიტიკა"-ს, მაგრამ გააგრძელებს ვებ-გვერდის გამოყენებას, ეს ქმედება ჩაითვლება კლიენტის თანხმობად. კომპანია არ იყენებს Cookies-ის ფაილებს პერსონალური მონაცემების შეგროვებისთვის. თუ კლიენტს სურს შეზღუდოს ან დაბლოკოს Cookies-ის ფაილები, ამის გაკეთება შეუძლია ბრაუზერის პარამეტრებში.

კომპანიას შეუძლია უარი განაცხადოს კლიენტის მომსახურებაზე, თუ ის უარს აცხადებს მომსახურების გასაწევად აუცილებელი პერსონალური ინფორმაციის გაზიარებაზე.

კომპანიამ შეიძლება გააგზავნოს პერიოდული კვლევითი ანგარიშები/პუბლიკაციები და სხვა მარკეტინგული მასალები კლიენტის თანხმობის მიღების შემთხვევაში. კლიენტს აქვს უფლება ნებისმიერ დროს მოითხოვოს კონტაქტის შეწყვეტა. კომპანია მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 7 (შვიდი) სამუშაო დღის ვადაში შეაჩერებს კლიენტის ინფორმაციის გამოყენებას მარკეტინგული მიზნებისთვის.

კომპანია იღებს ვალდებულებას, რომ კლიენტის პერსონალური მონაცემები იყოს საიმედოდ დაცული; კლიენტის პერსონალური მონაცემები არ იყოს გამოყენებული არამართლზომიერად; კლიენტის მხრიდან მოთხოვნისთანავე, გონივრულ ვადებში, მიაწოდოს სრული და ამომწურავი ინფორმაცია კომპანიის ხელთ არსებული პერსონალური მონაცემების და მათი დამუშავების შესახებ.

კანონმდებლობით ან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად, კლიენტის მონაცემები შესაძლოა გავუზიაროთ: კლიენტის წარმომადგენელს, გარიგების მონაწილე მხარეებს, კანონმდებლობით განსაზღვრულ ორგანოებს, მომსახურების პროვაიდერებს (მათ შორის: კომპანიის გარე აუდიტორებს, IT სერვისის მომწოდებლებს (მაგ. ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის სერვისები), სხვა ნებისმიერ მსგავსი ფუნქციის მქონე პირებს, კომერციულ ბანკებს/საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს).

5. კლიენტის უფლებები

  1. კანონმდებლობის შესაბამისად, კლიენტს შეუძლია მოითხოვოს კომპანიის მიერ დამუშავებული პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება თუ ისინი არასრულია, არასწორია, გასაახლებელია ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. ასეთი მოთხოვნის მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში (თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა ვადა არ არის დადგენილი) კომპანია იღებს ვალდებულებას გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს კლიენტის მონაცემები ან აცნობოს კლიენტს უარის თქმის საფუძველი.
  2. კომპანია მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს დაუყოვნებლივ წაშალოს კლიენტის პირადი მონაცემები (ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის, საგადასახადო კანონმდებლობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობიდან).
  3. კომპანიას პერსონალური მონაცემების გამოყენების უფლება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს კონკრეტული სახელშეკრულებო ან/და კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.
  4. კლიენტს აქვს უფლება, ნებისმიერ დროს განმარტების გარეშე უარი განაცხადოს მის მიერ მიცემულ თანხმობაზე და მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებულ მონაცემთა განადგურება. აღნიშნულის მოთხოვნის მიღების შემდეგ, კომპანია იღებს ვალდებულებას შეწყვიტოს კლიენტის მონაცემთა დამუშავება ან/და გაანადგუროს დამუშავებული მონაცემები განცხადების წარდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში (თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი), თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი.
  5. კლიენტებს უფლება აქვთ მოთხოვნით მიმართონ კომპანიას და მიიღონ კომპანიაში შენახული თავიანთი პერსონალური მონაცემების შესახებ შემდეგი სახის ინფორმაცია:
    • რა უფლებებით სარგებლობს კლიენტი;
    • რა წარმოადგენს მონაცემთა დამუშავების სამართლებრივ საფუძველს;
    • რა გზით განხორციელდა მისი მონაცემების შეგროვება;
    • რა სახის მონაცემები მუშავდება მის შესახებ;
    • რა მიზანს ემსახურება მონაცემთა დამუშავება;
    • რის საფუძველზე ხდება პერსონალური მონაცემების დამუშავება;
    • ვის და რის საფუძველზე გადაეცემა მისი მონაცემები;
    • რა ვადით ხდება პერსონალური მონაცემების შენახვა.

წინამდებარე დოკუმენტის 5.5. პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების მოთხოვნისას, კომპანია ვალდებულია დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, მიაწოდოს კლიენტს სრული და ზუსტი ინფორმაცია აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.

6. კომპანიის მხრიდან პერსონალური მონაცემების შენახვა

  1. კომპანიის მიერ კლიენტის პერსონალური მონაცემები ინახება მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში, ხოლო მომსახურების დასრულების შემთხვევაში, დასრულებიდან 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.
  2. კომპანიას შეუძლია შეინახოს კლიენტის მონაცემები 5 (ხუთი) წელზე მეტი ვადით, თუ მათი წაშლა არ არის შესაძლებელი სამართლებრივი და ნორმატიული მიზეზების გამო.

7. დასკვნითი დებულებები

ნებისმიერ საკითხზე, რომელიც შეიძლება არ რეგულირდებოდეს აღნიშნული დოკუმენტით ან სხვაგვარად რეგულირდებოდეს საქართველოს კანონით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, გადაწყვეტილება მიიღება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ელ. ფოსტა: fxhub@foresight.ge

ტელ. ნომერი: +995 32 2 225 212