ვალუტის გადაცვლა თბილისში - ონლაინ თუ ფიზიკურ გაცვლის პუნქტში
ბლოგზე დაბრუნება

ვალუტის გადაცვლა თბილისში - ონლაინ თუ ფიზიკურ პუნქტში

ვალუტის გადაცვლა თბილისში შესაძლებელია როგორც ფიზიკურ გაცვლის პუნქტში, ისე ონლაინ. არჩევანი დამოკიდებულია იმაზე, ნაღდი ფულის გადაცვლა გსურთ თუ თანხის კონვერტაცია პირდაპირ საბანკო ანგარიშებს შორის.

ორივე შემთხვევაში მნიშვნელოვანია, წინასწარ შეამოწმოთ კურსი და ზუსტად იცოდეთ, რამდენ თანხას მიიღებთ საბოლოოდ. მხოლოდ აბრაზე ან ეკრანზე მითითებული კურსი ყოველთვის სრულ სურათს არ გაძლევთ, ამიტომ სასურველია, გადაცვლამდე საბოლოო შედეგიც გადაამოწმოთ.

ვალუტის გადაცვლა ფიზიკურ პუნქტში

თუ ნაღდი დოლარის, ევროს, ლარის ან სხვა ვალუტის გადაცვლა გჭირდებათ, ფიზიკური გაცვლის პუნქტი შესაბამისი არჩევანია.

გაცვლის პუნქტის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ:

  • ყიდვისა და გაყიდვის კურსებს;
  • კურსის მოქმედების პირობებს;
  • შესაძლო საკომისიოს;
  • მდებარეობასა და სამუშაო საათებს.

საბოლოო გადაწყვეტილებამდე სასურველია გადაამოწმოთ, კონკრეტული თანხის გადაცვლის შემთხვევაში ზუსტად რამდენს მიიღებთ. მცირე განსხვავებაც კი, განსაკუთრებით დიდი თანხების შემთხვევაში, მნიშვნელოვან შედეგს იძლევა.

ვალუტის გადაცვლა ონლაინ

ვალუტის ონლაინ გადაცვლა განსაკუთრებით მოსახერხებელია, თუ თანხა უკვე საბანკო ანგარიშზე გაქვთ და ნაღდი ფულის გამოყენება არ გჭირდებათ.

FXHUB-ზე ირჩევთ გასაყიდ და მისაღებ ვალუტას, უთითებთ თანხას და მაშინვე ხედავთ მოქმედ კურსსა და მისაღებ ოდენობას. თანხის გადარიცხვის შემდეგ ნაყიდი ვალუტა პირდაპირ თქვენს საბანკო ანგარიშზე ირიცხება.

ონლაინ გადაცვლისას აღარ გჭირდებათ ქალაქში გაცვლის პუნქტის ძებნა, რიგში დგომა ან ნაღდი ფულის თან ტარება. ამასთან, სხვადასხვა შეთავაზების შედარება და გადაწყვეტილების მიღება სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ.

რომელი გზა უნდა აირჩიოთ?

თუ ნაღდი ვალუტის გადაცვლა გჭირდებათ, ფიზიკური გაცვლის პუნქტი სწორი არჩევანია. თუ თანხა საბანკო ანგარიშზე გაქვთ, ონლაინ კონვერტაცია პროცესს უფრო მარტივსა და სწრაფს ხდის.

FXHUB ორივე შესაძლებლობას გთავაზობთ — ვალუტის ონლაინ გადაცვლას და ნაღდი ვალუტის გაცვლას ფიზიკურ პუნქტში, თბილისში, პუშკინის ქუჩა №6-ში.

გადაცვლამდე შეადარეთ კურსი, შეამოწმეთ საბოლოო მისაღები თანხა და აირჩიეთ ვარიანტი, რომელიც თქვენთვის ყველაზე მომგებიანია.

თუ ჯერ არ იცით, როგორ მუშაობს ონლაინ კონვერტაცია, გაეცანით ჩვენს სტატიას „ვალუტის გადაცვლა ონლაინ - როგორ მუშაობს FXHUB“.